Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულა": "ედისონ რისერჩის" კვლევების გამო იერიში მიიტანეს ჩვენზე და ჩვენს დამფუძნებელზე 


"ფორმულას" დირექტორი და წილების მფლობელი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მათ დაკვეთით ჩატარებული "ედისონ რისერჩის" კვლევების შემდეგ ხელისუფლებამ იერიში მიიტანა მათზე და მათ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე. ზუკა გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს "ედისონ რისერჩის" ჩატარებული ეგზიტპოლს მაყურებელი მაინც ნახავს.

"ორშაბათს გავიდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვა. ეს გახდა მიზეზი, რომ ასეთი დაჩქრებული ტემპით მიეტანა იერიში ფორმულაზე და მის დამფუძნებელზე. ჩვენ გვქონდა "ედისონ რისერჩთან" კომუნიკაცია, რომ თუ რაიმე ხელს შეუშლის ჩვენს არხზე გამოქვეყნებას,ე ს ეგზიტპოლი მაინც გავა სხვა ქართულ არხზე", - თქვა ზუკა გუმბარძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".

7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG