რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე მოჭიდავე ამსტერდამში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, რადგან ისინი არ დაემორჩილნენ ნიღბის ტარების წესს, მიუხედავად გაფრთხილებისა. ნაკრები მიფრინავდა ამსტერდამში გადაჯდომით ნორვეგიაში, სადაც დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი.
30 სექტემბერს ოსლოში მიმავალ თვითმფრინავზე არ მოხვდა ნაკრების წევრთა თითქმის ნახევარი, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი, ძამბოლათ თედეევი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, ევროპის ჩემპიონი აბასაღჯი მაგომედოვი და სხვები.
დელეგაციის ერთ-ერთი წევრის თანახმად, სპორტსმენები ორჯერ გააფრთხილეს ნიღბის გაკეთების აუცილებლობის შესახებ, და შემდეგ თვითმფრინავი დაატოვებინეს. მათ ღამე გაათენეს აეროპორტში. თედეევმა მომხდარს უწოდა განუკითხაობა და მეტოქეების შეკვეთა. ვიდეოზე, სადაც ის ლაპარაკობს, აკრძალვის მიუხედავად, ასევე იხსნის ნიღაბს.
ჩემპიონატი ოსლოში 2 ოქტომბერს იწყება. სპორტსმენებმა იქ 1 ოქტომბერს ჩააღწიეს.