Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა "ქართულ ოცნებას:" ერთმა კაცმა აბუჩად აგიგდოთ თქვენი ღმერთის, ბიძინაობის დღეს


"ერთმა კაცმა აბუჩად აგიგდოთ თქვენი ღმერთის, ბიძინაობის დღეზე, თქვენი წელთაღრიცხვის დღეზე. ეს ხომ მთელმა საქართველომ დაინახა" - ასე მიმართა მმართველი პარტიის წევრებს ფოთში მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გლდანის იზოლატორში იმყოფება.

"ეს არ არის ტრაგედია, ეს არის დიდი გამარჯვების დასაწყისი" - ამბობს უგულავა, რომელიც ყვება, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და თავად ციხეში მოუწია წლების გატარებამ, ჰქონდა პირადი წყენა და უკმაყოფილება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მის მიმართ კითხვები აღარ აქვს.

"მე მიშასთან მქონდა სულ რთული ურთიერთობა, ეს ხინჯი, რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა, ალბათ ამანაც განაპირობობა. ის წავიდა და მე წავედი ციხეში და ეს ხინჯი მერე სულ თან გასდევდა ამ ურთიერთობას. დღეს მინდა მე მას მივმართო: მეგობარო, იყავი მხნედ! შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე, ახლა ხალხი გააკეთებს მის გასაკეთებელს. როცა პრემიერი გამოდის და თავის ბელადს ეუმბნება [სააკაშვილი დავაკავეთ], იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის დღე გამახსენდა. ეს იყო მარაზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ

მე ერთ ადამიანს, გიგი უგულავას, ყველა კითხვა რაც მქონდა მიხეილ სააკაშვილთან, როგორც ადამიანთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, აღარ მაქვს. მე მასთან ერთად ვიბრძოლებ, მე მინდოდა ეს დამენახა. მიშამ დაამტკიცა დღეს, რომ ის არის ლიდერი. მე კითხვები მასთან აღარ მაქვს. მან დაამტკიცა, რომ არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ყველა სიტყვა, რაც მე მისთვის მითქვამს მწარე, უკან წამიღია" - თქვა გიგი უგულავამ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას.

XS
SM
MD
LG