Accessibility links

site logo site logo

ნინო ლომჯარიას ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს შიმშილობას


ნინო ლომჯარია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაკავების შემდეგ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს შიმშილობას.

„როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ, არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ძალა გამოყენებული არ ყოფილა დაკავებისას და არც შემდგომ. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. [სააკაშვილი] აცხადებს, რომ შიმშილობას. ასევე, როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, - თქვა ნინო ლომჯარიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG