Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: დეპოლარიზაციას მივეცი ხმა


საქართველოს პრეზიდენტი სხვა პოლიტიკოსების მსგავსად უკვე იყო ხმის მისაცემად. მას ასე ღიად არ გამოუხატავს, ვის დაუჭირა მხარი, თუმცა თქვა, რომ "დეპოლარიზაციას" დაუჭირა მხარი.

"ეს არის ის არჩევნები, სადაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ რეგიონში ისინი, ვინც ადგილობრივ პრობლემებს გადაუჭრიან. ასევე, ეს არის არჩევნები, სადაც ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზება და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზება და მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას", - თქვა ზურაბიშვილმა.

არჩევნებზე უკვე მისულები იყვნენ თბილისის მერობის კანდიდატები, კახა კალაძე (ქართული ოცნება), ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) და გიორგი გახარია (საქართველოსთვის).

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG