ქუთაისში, 48-ე უბანზე იმაზე მეტი ბიულეტენია გაცემული, ვიდრე ამომრჩევლის ხელმოწერაა. ამ უბანზე ერთ-ერთ რეგისტრატორს ძირითად სიაში 70 გაცემული ბიულეტენი ჰქონდა მაშინ, როცა ძირითად სიაში ხელმოწერების რაოდენობა 68-ს შეადგენდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ვარაუდი, რომ ერთმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ კომისიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად მისცა საოლქო კომისიის წევრის დახმარებით, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერი და ყოფილი საჯარო მოხელეა.