Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Edison Research-ის ​კვლევით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება - 18 საათის მონაცემები


ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. ეს მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

კვლევის მიხედვით, მეორე ტური მეორობის ორ კანდიდატს შორის - კახა კალაძესა ("ქართული ოცნება") და ნიკა მელიას ("ნაციონალური მოძრაობა") შორის იმართება.

  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 43%;
  • ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 39%;
  • გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 7%;
  • ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 4%;
  • ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2%;
  • გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1%.

არჩევნებში გასამარჯვებლად 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%. კვლევის სხვა დეტალები იხილეთ "ფორმულაზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG