Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPSOS-ის ეგზიტპოლი: თბილისში "ქართული ოცნება" - 38.6 %, "ნაციონალური მოძრაობა" - 33 % და მეორე ტური


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.6% მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33%.

დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, ნიკა მელია ლიდერობით, მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:

  • 40.8% - ნიკა მელია
  • 40.2% - კახა კალაძე
  • 8.7% - გიორგი გახარია

პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:

  • "ქართული ოცნება" - 38.6%;
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%;
  • გიორგი გახარია - "საქართველოსთვის" -7.6%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი მეტი თავისუფლება" - 4.8%;
  • "ლელო" - 4 %;
  • ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 2%;
  • „გირჩი“ – 1.6%;
  • ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1.1%;
  • "ევროპული საქართველო" - 1%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 1%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%
  • "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 0.8%.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG