Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი შსს-ს: "გვიტევენ ბრაზილიიდან, ტაილანდიდან..."


„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კიბერ შეტევის გამო შეფერხებით მუშაობს მათი პარტიის მიერ სპეციალურად ხმების პარალელულრი დათვლისთვის გაკეთებული ვებ-საიტი www.elections2021.ge .

„მიმდინარეობს პირდაპირი შეტევა, რათა მოხდეს სერვერის გატეხვა. 0,5 მლნ-ზე მეტი მოთხოვნა არის გაგზავნილი სხვა და სხვა ქვეყნიდან - ბრაზილიიდან, ტაივანიდან და სხვა ქვეყნებიდან. არ მგონია, რომ ამ ქვეყნებში ძალიან აინტერესებთ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირი მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება როგორც უბნებსა და ოლქებში, ასევე ვირტუალურ სივრცეში, რაც სხვა დროსაც გვინახავს. მივმართავთ შს სამინისტროს, დაინტერესდეს კიბერშეტევის საკითხით და იმით, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნება“ პარალელური დათვლის განახლებად მონაცემებს ვებ-საიტ www.elections2021.ge - ზე აქვეყნებს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტვ „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგებს ანუ „ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის მასტაბით მიიღებს ხმების 47,6%-ს. ეს არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველადი შედეგების გამოქვეყნებისას. კობახიძემ ასევე არ გამორიცხა მეორე ტურის შესაძლებლობა თბილისის მერის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG