Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 6 პარტია გავიდა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ცესკოს თანახმად, პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 40.3%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%
  • „გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%
  • „ლელო“-3.63%
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%
  • „ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების შესაბამისად, პროპორციულ ნაწილში თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, 19 მანდატი ერგება, „ნაციონალურ მოძრაობას“-13, „გახარია-საქართველოსთვის“ 4, „ლელოს“-2, „გირჩი მეტი თავისუფლებას“-1 და „ხალხისთვის“ ასევე 1. „ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს ასევე თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარული ოლქი და საკრებულოში უკვე ფლობს უმრავლესობას. თბილისის საკრებულოს წევრობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG