Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანდორას არქივი“: გამოქვეყნდა მონაცემები მსოფლიო ლიდერთა ოფშორებში გადამალულ სიმდიდრეზე


ათობით გამოცემამ კვირას გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ემყარება მოსფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვას ოფოშორული კომპანიებისა და მათი რეალური ბენეფიციარების შესახებ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოცოიაციამ (ICIJ) ერთი წლის წინ ანონიმური წყაროსგან მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ოფშორული რეგისტრატორების შიდა დოკუმენტები, რომლებსაც ჟურნალისტებმა უწოდეს „პანდორას არქივი“. დაახლოებით 12 მილიონი დოკუმენტის გამოძიებაზე 117 ქვეყნის 600 ჟურნალისტი მუშაობდა.

როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, ოფშორული კომპანიების ბენფიციარები ან ოფშორული კომპანიების საშუალებით მიღებული უძრავი ქონების მფლობელები იყვნენ და არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები, მათ შორის „სბერბანკის“ თავმჯდომარე გერმან გრეფი და პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

ძნელია ზუსტად განსაზღვრა, თუ რა მოცულობის თანხებია გადამალული ოფშორებში, მაგრამ ICIJ-ს მონაცემებით, შეფასება მერყეობა 5,6 ტრილიონიდან 32 ტრილიონ დოლარამდე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, „საგადასახადო თავშეფარის“ გამოყენების გამო მსოფლიო მთავრობები წელიწადში 600 მილიარდი დოლარის გადასახადებს კარგავენ.


მთლიანობაში „პანდორას არქივში“ ფიგურირებს 300-ზე მეტი მსოფლიოს ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერი და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე. „გარდიანის“ თანახმად მათ შორის არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჩეხეთის პრემერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG