Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეისბუკი" აცხადებს რომ მუშაობს ნორმალურ რეჟიმში სწრაფად დასაბრუნებლად


გლობალურად გათიშვის შემდეგ „ტვიტერზე" აქვეყნებს ინფორმაციას „ფეისბუკი. ის მომხმარებლებს აცნობს, რომ მუშაობს ნორმალურ რეჟიმში სწრაფად დასაბრუნებლად.

„ჩვენთვის ცნობილია რომ ადამიანებს აქვთ პრობლემები ფეისბუქის აპლიკაციის წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ რომ ნორმალურ რეჟიმში დავაბრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად და ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი დისკომფორტისთვის", - აცხადებს „ფეისბუკი".

თბილისის დროით დაახლოებით საღამოს 6 საათიდან ფეისბუკის მუშაობა გლობალურად შეფერხდა.

წვდომა შეუძლებელი გახდა კომპანიის კუთვნილ აპლიკაციებზეც - Messenger-სა და Instagram-ზეც.

„ფეისბუკის" კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა „ტვიტერზე" ბოდიში მოიხადა შექმნილი უხერხულობისთვის და დაწერა, რომ კომპანიაში იციან, პრობლემის შესახებ და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად.

მსგავსი გლობალური შეფერხება 2019 წელს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მაშინ „ფეისბუკმა" მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG