Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შევსება ბუნებრივი აირით


„ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ოპერატორმა კომპანიამ დაიწყო ბალტიის ზღვის გავლით გერმანიასთან დამაკავშირებელი სადავო გაზსადენის ბუნებრივი აირით შევსება. რუსულ გიგანტ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის კუთვნილმა Nord Stream 2 AG-მა, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ წნევის გასაძლიერებლად და მარაგების გასაფართოებლად გაზსადენის პირველი ხაზი თანდათანობით შეივსება.

ექსპლუატაციაში გაზსადენის შესვლამდე დარჩენილი ეს ბოლო ნაბიჯი უკავშირდება ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას და რეზერვების შემცირებას, რაც მოახლოებული ზამთრის წინ საფრთხეს უქმნის კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზიანებული ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ აღორძინებას.

გერმანული მხარის თანახმად, რუსული გაზი, რუსული გაზსადენით გერმანიამდე უკვე ამ თვეში მიაღწევს.

გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია და, პროექტის თანახმად, უკრაინის გვერდით ავლით, საწვავს რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.

უკრაინა განაგრძობს ლობირებას და აფრთხილებს ევროპას, რომ მოსკოვი გაზსადენს გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის მოსახდენად.

აშშ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, მაგრამ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გერმანიასთან ურთიერთობის გამოსწორების მიზნით, მაისის თვეში უარი თქვა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ სანქციებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG