Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანმა გააპროტესტა მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სარეკორდო რაოდენობის თვითმფრინავის შესვლა


ტაივანის ავიაციის სამხედრო წვრთნა
ტაივანის ავიაციის სამხედრო წვრთნა

ტაივანმა პეკინს რეგიონში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მისი საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სარეკორდო რაოდენობის თვითმფრინავი შევიდა.

„ტაივანი ყურადღებით უნდა იყოს, ვინაიდან ჩინეთი ძალზე შორს მიდის,“ განუცხადა ჟურნალისტებს ტაივანის პრემიერ-მინისტრმა სუ ჩენჩანმა 5 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში ჩინეთის თითქმის 150 სამხედრო თვითმფრინავი შევიდა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სახალხო დღესასწაულის, 1 ოქტომბრის შემდეგ.

ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების საპასუხოდ ჰაერში ავიდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავები და საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი სარაკეტო სისტემები.

ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ქვეყნის პრეზიდენტი ჩაი ინვენი წერს, რომ თუკი ჩინეთი ტაივანს დაიპყრობს, ამას კატასტროფული შედეგები ექნება აზიაში მშვიდობისა და დემოკრატიისთვის.

ე.წ. საჰაერო თავდაცვის ზონა არის ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გარეთ მდებარე არე. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით მასში მაინც წარმოებს უცხოეთის თვითმფრინავებზე დაკვირვება.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად თვლის, მაგრამ კუნძული, რომელშიც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს.

ტაივანი ხშირდა ჩივის მის საზღვრებთან ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის გამო. ჩინეთი აცხადებს, რომ ასეთი სამხედრო მისიები ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და მათი სამიზნეა ტაივანსა და მის მოკავშირეს, აშშ-ს შორის „გარიგება“.

XS
SM
MD
LG