Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სოფლის სკოლებიც იხურება


კორონავირუსის გავრცელების გამო სოფლის სკოლებსაც ხურავენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას ცნობით, ჯავის და მუგუთის საშუალო სკოლები ორკვირიან კარანტინზე გადავიდნენ.

„სეზონური გრიპის და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ჯავის და მუგუთის სკოლები დავხურეთ. ყოველდღიურად ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი და ყველა ინფორმაცია მოგვაწოდება სანიტარულ სამსახურში", - განაცხადა მარინა კოჩიევამ.

მისი თქმით, ადრე ცხინვალში დაიხურა მე–6 და მე –9 საშუალო სკოლები, კადეტთა სკოლა, პანსიონატი და სოფელ ზაყორის სკოლა, ისევე როგორც სხვა სკოლებში კლასების ნაწილი და ჯგუფები საბავშვო ბაღებში.

სანიტარულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებები ყურადღებით აკვირდებიან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ავადმყოფობის პირველი ნიშნების დროს ადამიანი კარანტინში გადადიან.

XS
SM
MD
LG