Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ „დაიცავს ადამიანის უფლებებს“

რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რამზან კადიროვმა, რომელიც მეოთხედ შეუდგა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში თავის საქმიანობას, 6 ოქტომბერს ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ „პატივს სცემს და დაიცავს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებას და ერთგულად ემსახურება მრავალეროვან საზოგადოებას“.

ფიცის სიტყვები რამზან კადიროვმა საზეიმო ვითარებაში რუსულ და ჩეჩნურ ენებზე წარმოთქვა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ინაუგურაცია „დაემთხვა“ მის დაბადების დღეს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში, რომელიც 17-19 სექტემბერს გაიმართა, რამზან კადიროვმა, ოფიციალური ცნობით, ამომრჩეველთა ხმების 99,97% მიიღო, ხოლო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 94,42%-მა მიიღო მონაწილეობა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ბრალს დებენ რამზან კადიროვს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დევნასა და სასტიკ მოპყრობაში. ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის გამო, აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის ლიდერია პასუხისმგებელი იმ განუკითხაობის, წამებისა და მკვლელობებისათვის, რასაც 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს ადგილი ჩეჩნეთში.

XS
SM
MD
LG