Accessibility links

site logo site logo

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბრიტანეთში მცხოვრებ ზანზიბარელ რომანისტს, აბდულრააზაქ გურნაჰს


შვედეთის აკადემიამ გამოაცხადა, რომ ლიტერატურის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა რომანისტ აბდულრააზაქ გურნაჰს.

მას პრემია მიენიჭა იმისთვის, რომ ის „უკომპრომისოდ და თანაგრძნობით აღწევს კოლონიალიზმის შედეგებსა და ლტოლვილების ბედში - კულტურებსა და კონტინენტებს შორის უფსკრულში,“ განაცხადა შვედეთის აკადემიამ, რომელიც გასცემს ჯილდოს.

გურნაჰი ზანზიბარშია დაბადებული და ინგლისში ცხოვრობს. ის კენტის უნივერსიტეტის პროფესორია.

გამარჯვებული მიიღებს ოქროს მედალსა და 1,1 მილიონ დოლარზე მეტს ფულადი ჯილდოს სახით. პრემიის თანხა გაიცემა შვედი გამომგონებლისა და პრემიის დამაარსებლის, 1895 წელს გარდაცვლილი ალფრედ ნობელის მემკვიდრეობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG