Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA ქმნის ახალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის მოსაგერიებლად


უილიამ ბერსი
უილიამ ბერსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) ქმნის ახალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს - „ჩინეთთან დაკავშირებული ოპერაციების ცენტრს“. ის იმუშავებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მომდინარე გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. ამის შესახებ სადაზვერვო უწყების დირექტორმა უილიამ ბერნმა განაცხადა.

„ჩინეთთან დაკავშირებული ოპერაციების ცენტრი“ შეიქმნა, რათა უპასუხოს „ჩინეთის მხრიდან გლობალურ გამოწვევას, რაც სპეცსამსახურის მუშაობის ყველა სფეროს ეხება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ბერნსის განცხადებაში ჩინეთი აშშ-ისთვის XXI საუკუნის ყველაზე დიდ საფრთხედ არის მოხსენიებული.

ახალი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაციამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებმა რეზიდენტურებს დაუგზავნეს შეტყობინება მთელ მსოფლიოში დაზვერვის ათობით ინფორმატორის ჩავარდნის შესახებ, იტყობინებოდა The New York Times-ი. გაზეთს 2017 წელს შეატყობინეს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ 2010-2012 წლებში CIA-ის ათობით ინფორმატორის გაუვნებელყოფა და მოკვლა შეძლო.

უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ CIA მომავალშიც „განსაკუთრებულ ყურადღებას“ დაუთმობს სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებს, მათ შორის „აგრესიულ რუსეთს, პროვოკაციულ ჩრდილოეთ კორეას, მტრულ ირანსა და ტერორისტებს.“

სპეცსამსახურის კიდევ ერთი ქვედანაყოფი იმუშავებს გლობალურ დათბობასა და პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

XS
SM
MD
LG