Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევის აღმოჩენის შემდეგ მცხეთის მე-18 საუბნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები გააფრთხილეს


მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ გააუქმა მე-18 უბნის შედეგები, სადაც ყუთში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩევლის სიაში ხელმომწერი ამომრჩევლის რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ოლქის მხოლოდ ერთი წევრი მიიჩნევდა, რომ იქ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ეს აცდენა „კარუსელზე" მიანიშნებდა.


დარღვევის გამოსავლენად ოლქის სხდომაზე ხელახლა გადათვალეს დალუქულ კონვერტში ჩაწყობილი ამომრჩეველთა სია და ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ სულ 696 ბიულეტენი იყო, ამდენივე იყო ამომრჩეველთა სიაში რეგისტრატორის ხელმოწერა. თუმცა 3-ით ნაკლები აღმოჩნდა ხელმომწერების რაოდენობა.

იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა შედეგების განულება იყო, ოლქმა მხოლოდ საუბნო კომისიის წევრების - მთვლელების, ერთი რეგისტრატორის და თავმჯდომარის გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG