Accessibility links

site logo site logo

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

არის თუ არა ვინმე დაშავებული ან გარდაცვლილი, უცნობია. ახლა ჩამოშლილი კორპუსის გვერდით სახლებიდან ამწის დახმარებით ხალხის ევაკუაცია ხდება.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა, იზაბელა ჯაიანმა, რომელიც ნგრევის ხმის გამო მივიდა ადგილზე.

"რასაც ხედავთ, ესაა, ჩვენ მეტი ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. გამოყვანილია ბავშვი, რომელიც იქვე ახლოს მანქანაში იჯდა. ის გადაყვანილია საავადმყოფოში", - თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამონგრეულ მრავალსართულიან კორპუსში ჩასატარებელ სამუშაოებში ჩასართავად მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზაცია დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG