Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვმა თავისი 22 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშნა


აიშატ კადიროვა
აიშატ კადიროვა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავის ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა, რომელიც „გულითადად ულოცავს“, თავის ნათესავს, აიშატ კადიროვას „ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშვნას.

მანამდე 22 წლის აიშატს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. კადიროვის უფროსი ქალიშვილი ამ თანამდებობაზე 2020 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა. უფრო ადრე აიშატ კადიროვამ სამოდელო სახლ Firdaws-ის დირექტორად მუშაობით გაითქვა სახელი. ამ ბრენდის კოლექციის პრეზენტაციები იმართებოდა პარიზში, დუბაიში, მოსკოვსა და გროზნოში.

ჩეჩნეთის ლიდერის ახლო ნათესავები რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, რასაც თავად რამზან კადიროვი ნორმალურად მიიჩნევს.
გამოთქმული ბრალდებების პასუხად კადრივმა განახადა, რომ ასეთი კრიტიკა მას „ნაკლებად აღელვებს“.

„მე არ მრცხვენია, რადგან თუ მე ვაგებ პასუხს ჩემს ხალხზე, რესპუბლიკაზე და თუ მე საქმეს თავს ვართმევ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მინისტრი, რაიონის თავკაცი, ადმინისტრაციის მეთაური და მთავრობის თავმჯდომარე?“ - განაცხადა მარტში რამზან კადიროვმა.

რამზან კადიროვმა, რომელიც მეოთხედ შეუდგა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში თავის საქმიანობას, 6 ოქტომბერს ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ „პატივს სცემს და დაიცავს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებას და ერთგულად ემსახურება მრავალეროვან საზოგადოებას“.

ფიცის სიტყვები რამზან კადიროვმა საზეიმო ვითარებაში რუსულ და ჩეჩნურ ენებზე წარმოთქვა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ინაუგურაცია „დაემთხვა“ მის დაბადების დღეს.

XS
SM
MD
LG