Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა


მიხეილ სააკაშვილი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.
მიხეილ სააკაშვილი. 1 ოქტომბერი, 2021 წ.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ასეთ დასკვნამდე ექიმი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მივიდა, რომელიც რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია", რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.

"სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია რასაკვირველია, შიმშილობამ. წვენის და თაფლის ამბავზე მოგახსენებთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი მიიღო და ლამის წვენების ქარხანა გახსნა, უარი თქვა ყველაფერზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან. მიშას აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია". მე არასდროს არ მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მაგან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ჩვენ ამ დაავადების შესახებ დიდი ხანია ვიცით. როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა უფრო რთულად არის საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი ცოტა და ა.შ. ეს აწუხებს უკვე მას", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ "მთავარ არხის" პირდაპირ ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG