Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უკრაინა საარბიტრაჟო სასამართლოში უკრაინის გემების კონფისკაციის გამო დავას აგრძელებენ


მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლო ჰააგაში.
მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლო ჰააგაში.

მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში, ჰააგაში, 11 ოქტომბერს, გაგრძელდა სიტყვიერი არგუმენტების მოსმენა რუსეთის მიერ უკრაინის სამი ხომალდის მიტაცების გარშემო დავის საქმის განხილვის ბოლო რაუნდის ჩარჩოებში.

ინციდენტი მოხდა 2018 წელს ქერჩის სრუტეში, უკრაინის კუთვნილ ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც რუსეთმა ძალით დაიკავა 2014 წელს.

რუსეთმა, ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ გამოაცხადა, რომ ყირიმის მიმდებარე წყლებში განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობს.

თავდაპირველი გეგმით, ჯერ რუსეთის წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ და შემდეგ, სულ მცირე, ოთხი დღის შემდეგ - უკრაინისა.

უკრაინამ საჩივარი შეიტანა 2019 წელს მას მერე, რაც რუსეთის სანაპირო დაცვამ უკრაინის ორი სამხედრო ხომალდი და ერთი ბუქსირი დააკავა, როცა ისინი ქერჩის სრუტეში მოძრაობდნენ. გემების მიტაცება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რომელშიც უკრაინის არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის უკვე რვა წელიწადია დაპირისპირება გრძელდება.

საქმე ეხება საზღვაო ზონებში, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში სუვერენიტეტს. რუსეთის ხელისუფლება უკრაინის გემებს საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებს, უკრაინა აცხადებს, რომ ისინი მოძრაობდნენ ოდესიდან მარიუპოლისკენ.

რუსეთმა 24 რუსი სამხედრო უკრაინაში 10 თვის შემდეგ დააბრუნა, ხოლო გემები - ინციდენტიდან ერთ წელიწადში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG