Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციამ საქართველოს და დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოების „დანაღმვის“ შესახებ გზავნილი მიიღო

მოსკოვში რამდენიმე საელჩოს აფეთქების მუქარის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის დედაქალაქიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

საუბარია შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ საქართველოს ინტერესების სექციაზე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საელჩოსა და ალჟირის საელჩოს შენობაზე.

როგორც სააგენტო ТАСС-ს სამართალდამცავი ორგანოებიდან წყარომ აცნობა, „დანაღმვის“ შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.

11 ოქტომბრის საღამოს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს სამორიგეო ნაწილში მამაკაცისგან ელექტრონული ფოსტით წერილი შემოვიდა, რომელშიც ის პირობას დებდა, რომ „მოსკოვში დიდ სპექტაკლს მოეწყობდა“, რომ თანამზრახველთა დახმარებით ბომბები განათავსა ალჟირის, აფხაზეთისა და საქართველოს საელჩოებში. ბოროტმოქმედი ასევე იმუქრებოდა, რომ დრონების საშუალებით ააფეთქებდა რამდენიმე სტადიონს და ვნუკოვოს აეროპორტს, - უთხრა წყარომ სააგენტო ტასს.

იუწყებიან, რომ ამ ობიექტების შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნივთიერება სპეციალისტებმა ვერ აღმოაჩინეს. არ განხორციელებულა ევაკუაცია.

XS
SM
MD
LG