Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითლიძე: სააკაშვილმა მითხრა, ამდენი ხალხი "ვარდების რევოლუციაზე" არ ყოფილა


საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანი წითლიძე ამბობს, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე უფრო მეტი ხალხი იყო მისული, ვიდრე 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მისთვის ძალიან ემოციური იყო ამ ყველაფრის ყურება და ამ ყველაფრის ნახვა. მითხრა, რომ მას არ ახსოვს - მე ვკითხე, "ვარდების რევოლუციაზე" რამდენი ადამიანი იყო - მითხრა, რომ არ ახსოვს და ეს რაოდენობა არ ყოფილა", - თქვა წითლიძემ.

14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი მეთოთხმეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG