Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" განშტოებამ პასუხისმგებლობა აიღო აფეთქებაზე ყანდაარის მეჩეთში


მეჩეთი ყანდაარში (ავღანეთი) 15 ოქტომბრის აფეთქებების შემდეგ
მეჩეთი ყანდაარში (ავღანეთი) 15 ოქტომბრის აფეთქებების შემდეგ

"ისლამური სახელმწიფოს" განშტოებამ, "პროვინცია ხორასანმა" (IS-K) პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე ხალხმრავალ შიიტურ მეჩეთში ყანდაარში, სამხრეთ ავღანეთში, პარასკევის ლოცვისას.

ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ორმა თვითმკვლელმა ცალ-ცალკე თავდასხმა განახორციელა მეჩეთის სხვადასხვა ნაწილში მაშინ, როცა მორწმუნეები შიგნით ლოცულობდნენ.

IS-K-მ Telegram-ის არხით განაცხადა, რომ პირველმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთის დერეფანში აიფეთქა, ხოლო მეორემ - მეჩეთის ცენტრში.

როგორც ყანდაარის დაზვერვის უფროსმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, ამ თავდასხმისას 15 ოქტომბერს, სულ ცოტა, 36 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა.

თავდასხმა მოხდა ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ყუნდუზში განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სასიკვდილო თავდასხმა მლოცველებზე მეჩეთში.

აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა, რომელსაც ათობით მორწმუნე შიიტი ემსხვერპლა, IS-K-მა იკისრა.

IS-K-ი ექსტრემისტული სუნიტური დაჯგუფებაა, ავღანეთში სუნიტი თალიბების მმართველობის წინააღმდეგ გამოდის და შიიტ მუსლიმებს მოღალატეებად მიიჩნევს. თალიბანის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალ საფრთხეს არ თვლიდა სერიოზულად, თუმცა, არაერთი თავდასხმის შემდეგ დაჯგუფების განცხადება იმის შესახებ, რომ მან მშვიდობა მოუტანა ავღანეთს ათწლეულების ომის შემდეგ, რეალური არ გამოდგა.

XS
SM
MD
LG