Accessibility links

site logo site logo

იურისტების ჯგუფი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს


იურისტების ჯგუფმა 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ხელისუფლებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დამდგარა სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.

"გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების - გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ“ - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას, დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა პირიქით მოხდა - გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ.

„დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG