Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე შიო „საყოველთაო შერიგების“ შესახებ: „მოიკვეთეთ უკეთური!“


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგებას“ შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“ - თქვა მეუფე შიომ და მრევლს პავლე მოციქულის სიტყვები შეახსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG