Accessibility links

site logo site logo

ისტორიკოს ალექსანდრე მიქაბერიძეს აშშ-ში მაღალი ჯილდო მიენიჭა


ალექსანდრე მიქაბერიძე

ამერიკის ისტორიის გილდერ ლემანის ინსტიტუტის წლევანდელი პრემია ქართველ ისტორიკოსს, ალექსანდრ მიქაბერიძეს გადაეცემა წიგნისთვის „ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია“ (Oxford University Press, 2020).

როგორც უნივერსიტეტი იტყობინება, 50 ათასი დოლარის ღირებულების პრემია გაიცემა სამხედრო ისტორიის სფეროში 2020 წელს გამოცემული საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნისთვის.

გამარჯვებულის დაჯილდოებას, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოება უმასპინძლებს.

როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, პროფესორმა ენდრიუ რობერტსმა განაცხადა, ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიქაბერიძის კვლევის მასშტაბმა - „გეოგრაფიის, ქრონოლოგიისა და წყაროების თვალსაზრისით“.

„დიდად მადლიერი ვარ ჟიურის წევრების, ამერიკის ისტორიის გილდერ ლემანის ინსტიტუტისა და ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოებისა ამ უზარმაზარი პატივისთვის,“ თქვა ალექსანდრე მიქაბერიძემ. „ეს წამყვანი საერთაშორისო პრემიაა სამხედრო ისტორიის სფეროში.“

ალექსანდრე მიქაბერიძე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. ათობით წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ის სამხედრო ისტორიის ოფიციალური სახელმძღვანელოს შექმნაში, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ისწავლება, ხოლო წიგნები ნაპოლეონის შესახებ მრავალი ჯილდოთია აღნიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG