Accessibility links

site logo site logo

სპეციალური ჯგუფებისთვის გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია დაიწყო - ვის შეუძლია აცრა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში სპეციალური ჯგუფებისთვის გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს უთხრა, ამისთვის სულ ნაყიდია 200 ათასი დოზა ვაქცინა.

"მოგიწოდებთ, დავიწყოთ გრიპზე აცრა, ვისაც ეკუთნის სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 000 ვაქცინა. გრიპზე ვაქცინაცია უკვე დაწყებულია... დღეიდან მიცემული აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ გაიხსნას აცრები ყველა ჯგუფისთვის, ვინც ჩამონათვალშია", - მიმართა მოსახლეობას ამირან გამყრელიძემ.

რისკჯგუფებისთვის აცრა უფასოა.

პოლიკლინიკებში უფასოდ გრიპის ვაქცინის გაკეთება უკვე შეუძლიათ:

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს;
  • დიალიზზე მყოფ პირებს;
  • მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;
  • საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;
  • C-ჰეპატიტის მქონე ადამიანებს;
  • ორსულებს;
  • აივინფექციის მქონე პირებს;
  • 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს;
  • სკოლის პედაგოგებს;
  • ორგანოგადანერგილებს;
  • ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს;
  • ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს;
  • საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.

"ამ ეტაპზე, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, აიცრან", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციაც მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ მოქალაქეს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურს, ან ერთ დღეს, ან 14-დღიანი შუალედით უნდა აიცრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG