Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა ადგილი, საიდანაც სააკაშვილი მიესალმა ციხესთან მყოფ მოქალაქეებს.

„მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და, შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა კომუნიკაცია ამ ხალხთან, ვიზუალური კომუნიკაცია ამ შემთხვევაში“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კი მადლობას უხდის მოქალაქეებს. „დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!

შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები“, - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის მისალმების შესახებ ილაპარაკა მასთან შეხვედრის შემდეგ თემურ ჯანაშიამ, ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილმა უფროსმა და პარლამენტის წევრმა.

„მეც მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფანჯარასთან მისვლა. მითხრა, რომ მოახერხა. მას უნდოდა გადმოეცა გზავნილი, რომ უყვარს საქართველო და უყვარს ქართველი ხალხი. სავარაუდოდ, თავისი საკანი არ იყო. იყო სხვა დანიშნულების საკანი“, - თქვა ჯანაშიამ.

შეკითხვაზე, დღევანდელი აქციის შემდეგ მოსალოდნელია თუ არა სააკაშვილისთვის საკნის შეცვლა ან რეჟიმის გამკაცრება, დეპუტატმა თქვა, რომ არ იცის.

სააკაშვილი ციხეში - ინტერვიუ პირად ექიმთან
please wait

No media source currently available

0:00 0:07:05 0:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG