Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, დაუშვებლად ცნეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები.

„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე", - წერს „ტვიტერზე" ზურაბიშვილი.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, რუსეთის კოორდინაციით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს 3300-ზე მეტი საჩივარი, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG