Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა ცივი ომის შემდეგ


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დონემ კიდევ უფრო დაბლა დაიწია მორიგი დაპირისპირების შემდეგ, რის შედეგადაც ნატოში კრემლის წარგზავნილებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ, მოსკოვში კი დაიხურა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ოფისი.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა უფრო რთული ვითარება,“ თქვა სტოლტენბერგმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი სამიტის წინ, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო ბრიუსელში.

რამდენიმე კვირის წინ ნატომ რუსეთის ექვსი აკრედიტებული წარმომადგენელი გააძევა და განაცხადა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ. ნატომ ასევე გაანახევრა რუსეთის აკრედიტებული წარმომადგენლების რაოდენობა და ათამდე დაიყვანა ის.

ამ ნაბიჯს რუსეთმა უპასუხა ნატოში თავისი მისიის გაუქმებით და ნატოს მოსთხოვა, მოსკოვში თავისი ოფისი დახუროს. რუსეთი ნატოს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს დიალოგი და რომ მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ჯაშუშების შესახებ.

„ჩვენ ჯერაც მოგვეპოვება გზები და არხები რუსეთთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ დასანანია რუსეთის გადაწყვეტილება მოსკოვში ნატოს ორი ოფისის დახურვის თაობაზე, ასევე ნატოში მისი მისიის შეჩერება,“ თქვა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG