Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში სახლის ნგრევისას გარდარჩენილმა 37 წლის კაცმა კლინიკა დატოვა


კლინიკიდან ოჯახში დაბრუნდა 37 წლის ზვიად თავდგირიძე. ის ერთადერთია მათ შორის, ვინც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 37 წლის კაცმა, სანამ მაშველები გამოიყვანდნენ, ათ საათზე მეტი გაატარა სახლის ნანგრევებში, შემდეგ კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობის 16 დღიანი კურსი გაიარა. სამაშველო ოპერაციის დროს მასთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ მაშველები და ოჯახის წევრები, აწვდიდნენ წყალს და ესაუბრებოდნენ ნანგრევების მიღმა.

"პაციენტს ჰქონდა პოლიტრავმა და პოლიორგანული უკმარისობა. თავიდან მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, შემდეგ პალატაში. გუშინ გაეწერა კლინიკიდან. მარტივი არ იყო მდგომარეობის დასტაბილურება, კრიტიკული პაციენტი იყო, შოკის მდგომარეობაში შემოვიდა კლინიკაში" - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად თავდგირიძის ექიმმა, მერაბ მიქელაძემ.

ზვიად თავდგირიძე კლინიკიდან მისი ოჯახისთვის ნაქირავებ სახლში დაბრუნდა. ის მშობლებთან, მეუღლესთან და ორ ტყუპ შვილთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომელიც დაინგრა.

უბედური შემთხვევის დროს ზვიად თავდგირიძის ოჯახიდან ბინაში მხოლოდ ის იმყოფებოდა. მისი ტყუპი შვილები დედასთან ერთად სასეირნოდ სადარბაზოს ჩამოშლამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიდნენ, მშობლები კი ამ დროს სამსახურებში იმყოფებოდნენ. სათამაშო დათუნია, რომელიც ბათუმის ტრაგედიის ერთ-ერთი ვიზუალური სიმბოლო გახდა, სწორედ ზვიად თავდგირიძის შვილებს ეკუთვნით. სათამაშო მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კლინიკიდან გაწერამდე მან არ იცოდა, რომ მის გარდა კორპუსის ნგრევას ვერც ერთი მისი ის მეზობელი ცოცხალი ვერ გადაურჩა, ვინც უბედური შემთხვევის დროს სახლში იყო. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსპხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.

14 ოქტომბერს ბათუმის მერია გადაწვიტა, რომ სრულად დაანგრიოს სახლი, რომლის სადარბაზოც 8 ოქტომბერს ჩამოინდგრა. შენობის დემონტაისთვის 500 000 ლარია გამოყოფილი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანამხმადაც კორპუსი ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება.

ამჟამად 53 ოჯახი დროებით გასახლებულია. ნაწილი ქირით, ნაწილი სასტუმროებში და ნაწილიც ნათესავებთან ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG