Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ, გამარჯვებისთანავე შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მათი პარტიის ლიდერს - პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს გადაარჩენენ. ამ საკითხზე მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"30 ოქტომბერი არის 5 დღეში. ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ ვიტყვი. გამარჯვება ავტომატურად გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას, მისი სიცოცხლის გადარჩენას. მე დარწმუნებული ვარ, გამარჯვებისთანავე მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას. ამაში დარწმუნებული ვარ. მანდ იქნება ტექნიკური საკითხები მოსაგვარებელი. ამასთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია, [მაგრამ] დარწმუნებული ვარ", - თქვა მელიამ.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური იმართება 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს და სასამართლოს წინაშე, როგორც ის ამბობს, სიმართლის სათქმელად წარდგენა სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG