Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ პირველად მოაწერა ხელი შეთანხმებას „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე


მოლდოვის სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომმა“ რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პოლონეთის სახელმწიფო კომპანია PGNiG-თან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყანაში 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს არის „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევა.

ამასთან უცნობია, თუ რა ფასად შეიძინა ბუნებრივი აირი მოლდოვის მთავრობამ პოლონური კომპანიიდან.


2,6 მილიონი მოსახლეობის მქონე მოლდოვას, სერიზული ენერგეტიკული კრიზისი ელის მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს ამოიწურება 2020 წელს „გაზპრომთან“ დადებული ხანგრძლივი კონტრაქტი. შეთანხმების გაგრძელების პირობად რუსეთის კონცერნმა კიშინიოვისგან გადასახადი მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულს. მოსკოვი ასევე სთავაზობს მოლდოვას 25%-იან ფასდაკლებას, თუ კიშინიოვი ბუნებრივი აირის მიწოდების დავალიანებას, 709 მილიონ ამერიკულ დოლარს, გადაიხდის. მოლდოვის მთავრობამ ამ პირობის შესრულებაზე უარი თქვა. „გაზპრომი“ დაემუქრა მოლდოვას, რომ შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ ვალს არ დაფარავს.

ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობს კიშინიოვის წარმომადგენლების მოლაპარაკება კომპანია „გაზპრომთან“ და მოლდოვის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG