Accessibility links

site logo site logo

აქციის გამო თბილისში მოძრაობა შეზღუდულია - ნახეთ, როგორ შეიძლება გადაადგილება


რუსთაველის გამზირი, მეტრო რუსთაველთან

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქციის გამო, რომელსაც მმართველი პარტია მართავს, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იზღუდება - საპატრულო პოლიცია და თბილისის მერია ავრცელებენ ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ.

სატრანსპორტო მოძრაობა უკვე აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:

  • რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით;

მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით.

  • დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე.
  • მსუბუქი ავტომანქანები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან;
  • ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
  • მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის გარდა თბილისის მერიის მიერ დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, მათ შორის ავტომანქანების პარკირების შეზღუდვა გარკვეულ ქუჩებზე, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "ქართული ოცნებისგან" წერილი მათ ერთი კვირის წინ მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია აპირებდა ხალხმრავალი აქციის გამართვას 100 000 ადამიანის მონაწილეობით.

"თბილისის მერიამ წერილი ინფორმაციისთვის გადაუგზავნა შსს-ს, რომელმაც დაგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. ხალხმრავალი აქციების უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს ნებისმიერი პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქციის დროს, კანონის შესაბამისად", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც თბილისის მერიიდან წერილობით მივიღეთ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG