Accessibility links

site logo site logo

კრემლი: თურქული დრონებით კიევი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის


თურქული წარმოების დრონი Bayraktar-ი სამხედრო აღლუმზე. კიევი, 2021 წ. 18 აგვისტო.

კრემლმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოიერიშე დრონების მიყიდვის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილების თაობაზე შიში გამართლდა და რომ თურქულმა დრონებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეტა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების პოზიციების წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს თურქული წარმოების დრონი Bayraktar TB2.

26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დონბასის რეგიონში პირველად გამოიყენა Bayraktar-ი.

გენშტაბის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით „მტერი აიძულეს, ცეცხლი შეეწყვიტა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონს არ გადაუკვეთია გამყოფი ხაზი და მართული რაკეტით გაანადგურა სეპარატისტების საარტილერიო დანადგარი.

თავის მხრივ, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იერიშისთვის დრონის გამოყენებით კიევმა დაარღვია მინსკის შეთანხმება.

აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG