Accessibility links

site logo site logo

თბილისში "ქართული ოცნების" აქცია დაიწყო


თბილისში, თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია დაიწყო. აქციაზე მისულია რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.

აქციის მონაწილეებმა სრულად შეავსეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, რუსთაველის გამზირის ნაწილი, მათ შორის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე თავისუფლების მოედანზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. მოქალაქეებს პირველმა ზუგდიდის მაჟორიტარმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა.

"ჩემო კარგებო, ძალიან ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა და პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ აქ და დიდი მადლობა იმ გამარჯვებისათვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG