Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: რუსული ოკუპაციის გამო აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთისგან აფხაზეთის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური ენაც. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი აფხაზური ენის დღეს, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

"დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები!

ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება", - ამბობს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გალში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება. აქვე ის ამბობს, რომ აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.

"არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება", - აცხადებს პრეზიდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG