Accessibility links

site logo site logo

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს დღეში მილიონი დოლარი ჯარიმა დააკისრა


მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს დღეში მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ ჯარიმის გადახდა მას დაევალა იმის გამო, რომ ვარშავამ არ შეასრულა ამავე სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჭიროა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატის გაუქმება.

საქმე ეხება მორიგ ფაზას პოლონეთსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტისა პოლონეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თაობაზე. ის უკვე რამდენიმე წელი გრძელდება. ევროკომისიამ მწვავედ გააკრიტიკა 2018 წელს დისციპლინარული პალატის შექმნა. ევროკომისიის თქმით, ეს ინსტიტუტი ხელისუფლებამ შეიძლება მოსამართლეებზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.

2021 წლის ივლისში ევროპის სასამართლომ დისციპლინარული პალატის გაუქმება მოითხოვა, მაგრამ პოლონეთმა უგულებელყო ეს გადაწყვეტილება.

ახლახან კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრიორიტეტულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამის შემდეგ ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები და ევროკომისიის წარმომადგენლები პოლონეთს დაემუქრნენ, რომ მას არ გამოუყოფენ მილიარდობით ევროს სპეციალური ფონდიდან, რომელიც პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მაგრამ ევროკავშირში არ არის კონსენსუსის ასეთი ნაბიჯის აუცილებლობის თაობაზე.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ პოლონეთი ჯარიმას არ გადაიხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG