Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად მსოფლიოში უმაღლესი ლიგის ფეხბურთელმა გააკეთა „კამინგ-აუტი“


თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნული ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშემ გააკეთა „კამინგ-აუტი“ - საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

ავსტრალიის „ადელაიდა იუნაიტედის“ 21 წლის ნახევარმცველმა ჯოშუა კავალომ „სიამაყით საჯაროდ“ გამოაცხადა, რომ ის გეია.

მან თქვა, რომ გაკვირვებულია, რომ საფეხბურთო პროფესიონალებს შორის მსოფლიოში არ არიან ღია გეები.

გუნდის მწვრთნელმა და სხვა მოთამაშეებმა, ასევე ავსტრალიის სხვა კლუბების და ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენლებმა, მას მხარი დაუჭირეს.

ავსტრალიელი სპორტსმენის ქმედებას ყურადღება მიაქცია მსოფლიოს მედიამ. CNN-ი აღნიშნავს, რომ კავალო მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს ეშელონებში ერთადერთი ღია გეია.

კავალოს მოქმედებას მხარი დაუჭირეს ყოფილმა და ახლანდელმა ვარსკვლავებმა, გარი ლინეკერმა და ჟერარ პიკემ.

მსოფლიოში პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა, იყო ინგლისელი ჯასტინ ფაშანუ, მაგრამ ის უკვე აღარ თამაშობდა უმაღლეს ლიგაში.

2014 წელს „კამინგ-აუტი“ გააკეთა გერმანელმა, ტომას ჰიცლშპერგერმა, მაგრამ უკვე კარიერის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG