Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთმა კორეამ აშშ-ს გადასცა კიბერდანაშაულისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე


სამხრეთმა კორეამ აშშ-ს გადასცა რუსეთის მოქალაქე, რომლის კიბერდანაშაულის ბრალდებისათვის აშშ-ის მიერ იძებნებოდა. ამის შესახებ სეულის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მაგრამ არ ამჟღავნებენ ექსტრადირებულის ვინაობას.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი გასულ თვეში დააკავეს. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის, Trickbot-ის შემუშავებასა და გავრცელებაში, რომლის სამიზნე იყო აშშ-ის სკოლები, საავადმყოფოები და სამთავრობო სტრუქტურები.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში ექსტრადირებულია ათობით ეთნიკური რუსი, რომლებსაც ჰაკერულ თავდასხმებში წაუყენეს ბრალდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აძლიერებს ბრძოლას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ.

Trickbot-ი, 2016 წელს შექმნილი მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, გამოიყენებოდა პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოპარვის მიზნით, რამაც დღესდღეობით ათობით მილიონი დოლარი მიაყენა აშშ-ის სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უწყებას.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით Trickbot-ს ჯგუფი მოქმედებდა რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და სურინამში.

სამხრეთ კორეაში წინა თვეს დაკავებული ჰაკერი TrickBot სულ მცირე მეორე რუსი ეჭვმიტანილია, რომელიც წელს შეიპყრეს.

თებერვალში აშშ-ში დააკავეს ალუ ვიტე, TrickBot-ის პროგრამისტი, რომელიც მაიამიში ჩავიდა. ვიტე ბრალდებულია 19-მდე კიბერდანაშაულში და მას ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში ასამართლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG