Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: დაიწყო მანიპულირება, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას


საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში(ცესკო) აცხადებენ, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს მანიპულაცია კონკრეტულ პირზე გაცემული პირადობის ორი მოწმობის შესახებ.

მოქალაქისთვის პირადობის ორი მოწმობის აღმოჩენის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტის წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ.

ცესკოს თანახმად, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე და მას ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ:

„აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ, 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“.

ცესკოს განცხადებით, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG