Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის II ტურზე სულ 49,09% იყო, თბილისში 47,7%


ცენტრალური საარჩევნო კომიისია თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილე მოქალაქეების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%).

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. პროცედურის მიხედვით, საუბნო შემაჯამებელი ოქმები უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიები მათ ასკანერებენ და აწოდებენ ცესკოს, რომელიც ეტაპობრივად ტვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. რიგი უბნების მონაცემები ამ უბანზე უკვე ატვირთულია.

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა იყო 51.92%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG