Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ხმების დათვლა დასრულდა: ანზორ მელია - 48.33%, მამუკა წოწერია - 51.67%


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომიიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ზუგდიდის მერის არჩევნების მეორე ტურში ყველა უბნის მონაცემზე დაყრდნობით, მედიას გააცნო წინასწარი შედეგები. მესხის მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ანზორ მელიამ მიიღო ხმების 48.33%; „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა წოწერიამ - 51.67%.

როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, სულ 15 საჩივარია რეგისტრირებული, რაც ეხება პროცედურულ საკითხებს. მესხის შეფასებით, მას გავლენა არ ექნება არჩევნების შედეგებზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ამჟამად რამდენიმე ოლქში გრძელდება ხმების დათვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG