Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გამოიძიოს ყალბი COVID-სერტიფიკატებით ვაჭრობის საკითხი


ევროკავშირის წარმომადგენლობამ რუსეთში მოუწოდა კრემლს, რომ გამოიძიოს გაყალბებული ევროპული კოვიდ-სერტიფიკატებით ვაჭრობა ე.წ. დარკნეტში.

რუსული სააგენტო "РБК"-ს შეკითხვის პასუხად, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, შესაძლოა, თაღლითობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და შეახსენებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ იკრძალება ვაქცინაციის დამადასტურებელი ევროპული ციფრული სერტიფიკატებისა და ასევე რუსულია QR კოდების გაყალბება.

მანამდე რუსულმა „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად რუსულენოვანი ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში ქვეყნდება შეთავაზება ვაქცინაციის ევროპული სერტიფიკატების გაყიდვის თაობაზე. პოტენციურ კლიენტებს სთავაზობენ აირჩიონ ვაქცინაციის ქვეყანა და პრეპარატი(AstraZeneca, BioNTech/Pfizer, Johnson & Johnson, Moderna). ასეთი გაყალბებული სერტიფიკატის საშუალო ფასი 300 დოლარს უდრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG