Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების(CDC) კონსულტანტებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით 5-11 წლის ბავშვების აცრას. აშშ-ში ამ ასაკის 28 მილიონამდე ბავშვია.

საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციას ხელი მოაწერა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ. ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ბავშვების აცრის დადებითი ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს შესაძლო რისკებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგად, ზაფხულის 6-კვირიან პერიოდში 5-ჯერ გაიზარდა ბავშვების პოსპიტალიზაციის შემთხვევები. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაცია 5-11 წლის ასაკის ბავშვებს 91%-ით იცავს, გვერდითი მოვლენებიდან კი, ყველაზე ხშირი იყო ხელის ტკივილი.

CDC-ის ინფორმაციით, ბავშვების ასაცრელად ვაქცინების განაწილების პროცესი უკვე დაწყებულია და 8 ნოემბრისთვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს სრულად მოიცავს. CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ მოუწოდა მშობლებს, რომლებსაც ვაქცინაციის მიმართ შეკითხვები აქვთ, დაელაპარაკონ შვილების პედიატრებს და სკოლების მედპერსონალის წარმომადგენლებს, რათა მეტი გაიგონ ბავშვების აცრის მნიშვნელობაზე.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG