Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და რუსეთი გაეროსგან მოითხოვენ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გაუქმებას


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. 2019 წლის ფოტო.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. 2019 წლის ფოტო.

ჩინეთი და რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებენ, სანქციები შეუმსუბუქოს ჩრდილოეთ კორეას. მათ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური პრობლემები. მოსკოვი და პეკინი აცხადებენ, რომ სანქციები უნდა გაუქმდეს „სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.“ ისინი მოითხოვენ, გაუქმდეს სანქციები ზღვის პროდუქტებისა და საფეიქრო ნაწარმის ექსპორტზე და რაფინირებული ნავთობის იმპორტზე. რუსეთი და ჩინეთი ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს აკრძალვა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების უცხოეთში დასაქმებაზე.

რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს დაურიგდათ, Associated Press-ი და Reuters-ი იტყობინებიან.

ამჟამინდელი რეზოლუციის პროექტი აფართოებს რუსეთისა და ჩინეთის მიერ 2019 წელს წარმოდგენილ პროექტს. მაშინ ის წინააღმდეგობას შეხვდა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე.

დიპლომატები, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ვინაობის გასაჯაროება, ამბობენ, რომ ახალი რეზოლუციის პროექტი დიდი ალბათობით ასევე გამოიწვევს წინააღმდეგობას ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს სანქციების გამუდმებული დარღვევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG