Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივეს


ცხინვალი

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადრე დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა. გადაწყვეტილება COVID - 19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს და დე ფაქტო მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

14 ნოემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება, საბავშვო გასართობი ცენტრი, სპორტული დარბაზი და სპორტული განყოფილება დაკეტილი იქნება.

1 დეკემბრამდე კი აკრძალულია ქორწილები და მასობრივი დღესასწაულები, ასევე რელიგიური რიტუალები. რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისით. შენარჩუნებულია რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის, რომლებსაც თანამშრომლების ნაწილის დისტანციურად გადაყვანის უფლება მიენიჭათ. გარდა ამისა, მთელი დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით მოქმედებს პირბადეების ტარების და სადეზინფექციო რეჟიმები. შტაბის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვები 1 ნოემბრამდე მოქმედებდა, თუმცა შემდგომში დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, არასამუშაო კვირა გამოცხადდა 7 ნოემბრის ჩათვლით.

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევა გამოვლინდა. ყოველდღიურად 2-3 გარდაცვალების ფაქტებიც ფიქსირდება.

3 ნოემბერს ცხინვალში ცნობილი ჟურნალისტი მიხაილ გაბაევი გარდაიცვალა. იგი ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მკურნალობდა. გაბაევი 30 წლის განმავლობაში გაზეთ „იუჟნაია ოსეტიაში“ (სამხრეთ ოსეთი) მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG